უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 60 რუსული დრონი გაანადგურა

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 60 რუსული დრონი გაანადგურა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის განცხადებით, 5 სექტემბერს, ღამით 60 შაჰედის ტიპის დრონი გაანადგურეს.

რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 78 დრონი გაუშვა. აქედან 15 დაკარგულია, ხოლო 3 რუსეთსა და ბელარუსში დაბრუნდა.

საჰაერო იერიშის მოსაგერიებლად სარაკეტო ძალები, რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები და საჰაერო თავდაცვის სისტემები გამოიყენეს.

დრონები კიევის, ვინიცკის, ხარკივის, ჩერკასის, კიროვგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხერსონის, პოლტავის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის თქმით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.