უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამით 119 რუსული დრონიდან 73 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამით 119 რუსული დრონიდან 73 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული ძალების მიერ ღამით გაშვებული 119 საბრძოლო დრონიდან 73 ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

დამატებით 37 დრონი "ლოკაციურად დაკარგულად" გამოცხადდა.

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატები შემდეგი რეგიონებიდან გაუშვა: ორელი, მილეროვო, კურსკი, ბრიანსკი, პრიმორსკო-ახტარსკი და ანექსირებული ყირიმის ჩაუდას რაიონი.

დრონები წარმატებით ჩამოაგდეს უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის: ხარკოვის, პოლტავას, სუმის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიევის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, დნიპროპეტროვსკის, ზაპოროჟიასა და მიკოლაივის რეგიონებში.