უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 32 უპილოტო საფრენი აპარატიდან 29 გაანადგურა.
შაჰედის ტიპის დრონები უკრაინის საჰაერო სივრცეში პრიმორსკო-ახტარსკიდან, კურსკიდან და ანექსირებული ყირიმიდან შეიჭრნენ.
როგორც ცნობილია, დრონები ჩერკასის, კიროვგრადის, ნიკოლაევის, ხერსონის, პოლტავის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში გაანადგურეს.
დარჩენილი 3 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა განადგურებაც უკრაინელებმა ვერ მოახერხეს, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაიკარგა.