უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინას 59 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია, აქედან უკრაინის საჰაერო ძალებმა 21 გაანადგურა, 38 კი დაიკაგრა.
რუსეთმა დრონები კურსკის ოლქიდან გაუშვა.
საჰაერო თავდასხმა სუმის, ხარკივის, პოლტავის, ასევე კიევის ოლქებში მიმდინარეობდა.
თავდასხმა საზენიტო სარაკეტო ჯარებმა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფებმა, უკრაინის საჰაერო და შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფებმა მოიგერიეს.