უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 8 დრონიდან ყველა მათგანი ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან Shahed-ის ტიპის 8 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა მათგანის ჩამოგდება შეძლო.
უპილოტო საფრენი აპარატები ნიკოლაევის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკისა და კიროვოგრადის რეგიონებში ჩამოვაგდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.