უკრაინის საჰაერო ძალები: ქერჩში უახლესი რუსული სამხედრო გემი გავანადგურეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: ქერჩში უახლესი რუსული სამხედრო გემი გავანადგურეთ

უკრაინის საჰაერო სარდლის, ნიკოლაი ოლეშჩუკის განცხადებით, ქერჩში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე გემი გაანადგურეს, რომელიც ფრთოსანი რაკეტების გადამზიდად გამოიყენებოდა.

4 ნოემბერს უკრაინამ საჰაერო იერიში მიიტანა ქერჩში მდებარე გემთმშენებელ ქარხანაზე. ოკუპანტები ამტკიცებდნენ, რომ შედეგად ერთ-ერთი გემი იყო უმნიშვნელოდ დაზიანებული.

დღეს 5 ნოემბერის დილით უკრაინამ დაადასტურა, რომ გემი განადგურებულია.