უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით მტერმა უკრაინას 9 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. საჰაერო ძალების ნაწილებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს.
დრონები ხერსონის, ნიკოლაევის, ხმელნიცკის, პოლტავას, ჩერკასისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში ჩამოვაგდეთ", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.