უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 6 რაკეტიდან უკრაინელებმა 4 ჩამოაგდეს.
"საბრძოლო სამუშაოების შედეგად 4 საჰაერო სამიზნე განადგურდა: ორი კალიბრის საკრუიზო რაკეტა და ორი X-59 მართვადი საჰაერო რაკეტა.
საერთო ჯამში, ოკუპანტებმა უკრაინას 6 საზღვაო და საჰაერო რაკეტით დაარტყეს. ოკუპანტებმა რაკეტები კრივი რიჰის მიმართულებით ხერსონის რეგიონიდან გაუშვეს", - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალების თქმით, სარაკეტო დარტყმა პოლტავის ოლქზეც განხორციელდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. ოლქის გუბერნატორის, დმიტრო ლუნინის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა თავდასხმა სამრეწველო ობიექტებზე განახორციელეს.