უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 30 დრონიდან 16 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 30 დრონიდან 16 ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 30 დრონიდან 16 ჩამოაგდეს.

"1 ოქტომბრის ღამეს რუსი ოკუპანტები უკრაინას Shahed-ის უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. საერთო ჯამში, დაახლოებით Shahed 131/136 ტიპის 30 დრონის გაშვება დაფიქსირდა", - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.

უკრაინის ცნობით, რუსული ძალები უკრაინას სამხრეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან უტევდნენ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.