უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 24 დრონიდან 11 ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი დარტყმა განახორციელეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის 11 დრონი ჩამოაგდო.
რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ქალაქ პრიმორსკო-ახტარსკიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.