უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 20-ვე დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 20-ვე დრონი ჩამოვაგდეთ

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 20-ვე დრონი ჩამოაგდეს.

"9 აპრილის ღამეს რუსული ჯარები უკრაინას Shahed-ის ტიპის 20 უპილოტო საფრენი აპარატით თავს დაესხნენ. ყველა მათგანი ჩამოვაგდეთ.

დრონები ჩამოვაგდეთ ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ვინიცას და ლვივის რეგიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.