უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 17 დრონიდან 14 ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინას რუსეთის ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან Shahed-ის ტიპის 17 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.
ამასთან, რუსულმა საოკუპაციო არმიამ უკრაინის ტერიტორიას მართვადი რაკეტა X-59 და S-300 საზენიტო რაკეტით შეუტიეს. საჰაერო თავდაცვამ მტრის 14 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.