უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 15 დრონიდან 9 ჩამოაგდეს.
"სულ დაფიქსირდა 15 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება უკრაინის ტერიტორიაზე, აქედან 9 უკრაინის სხვადასხვა რეგიონში გავანადგურეთ.
გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო სარდლობის საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა 2 X-59 მართვადი რაკეტა გაანადგურეს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.