უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 14 დრონიდან 9 ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-ის ტიპის 14 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 9 დრონის ჩამოგდება შეძლეს.
რუსულმა საოკუპაციო არმიამ უპილოტო საფრენი აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილი დნეპროპეტროვსკის რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად გაუშვა", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.