უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 12 დრონიდან 9 ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით მტერმა დონეცკის რეგიონს ოთხი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტითა და დრონებით დაარტყა. უპილოტო საფრენი აპარატები ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს.
საერთო ჯამში, დაფიქსირდა Shahed-ის ტიპის 12 უპილოტო საფრენი აპარატის გაშვება. აქედან 9 უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს ხერსონის, ოდესის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას რეგიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.