უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 10-ვე დრონი ჩამოაგდეს.
"გუშინ ღამით რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას შეუტიეს 10 Shahed-131/136 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან, კერძოდ, კურსკის ოლქიდან.
ამასთან, ოთხი S-300/S-400 საჰაერო მართვადი რაკეტით ოკუპირებული დონეცკიდან. უკრაინის საჰაერო ძალებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.