უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელმა დამცველებმა მტრის 37 საკრუიზო რაკეტა და 29 Shahed გაანადგურეს.
"ღამით, შეტევის დროს უკრაინის თავდაცვის ძალებმა 37 საკრუიზო რაკეტა და 29 Shahed 136/131 დრონი გაანადგურეს.
29 მაისს, 00:00 საათიდან 05:00 საათამდე რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინის სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას საკრუიზო რაკეტებით და დრონებით", - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 207 030 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.