უკრაინის საჰაერო ძალები: ღამით რუსეთი უკრაინას რეკორდული რაოდენობის დრონებით დაესხა თავს

უკრაინის საჰაერო ძალები: ღამით რუსეთი უკრაინას რეკორდული რაოდენობის დრონებით დაესხა თავს

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე დრონებით უპრეცედენტო მასშტაბის იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გაშვებული 267 უპილოტო საფრენი აპარატიდან თავდაცვის ძალებმა 138-ის განადგურება შეძლეს.

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, ომის დაწყებიდან დღემდე, ეს ერთ დღე-ღამეში გამოყენებული დრონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თავდასხმის შედეგად დაზიანდა დნეპროპეტროვსკის, ოდესის, პოლტავის, კიევის და ზაპოროჟიეს რეგიონები.

უკრაინული მედიის ცნობით, კრივოი როგში განხორციელებულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. კიევის გოლოსეევსკის რაიონში დრონის ნამსხვრევებმა კერძო საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩინა. ასევე, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, ტაძარი, სოციალური დაწესებულება, საწარმო, ბენზინგასამართი სადგური და რამდენიმე ავტომობილი.