უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თანამდებობას ტოვებს.

ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი ავრცელებს და გადადგომის შესახებ განცხადების ფოტოს Facebook-ზე ავრცელებს.

მისი თქმით, განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ მომდევნო პლენარულ სხდომაზე იქნება განხილული.

3 სექტემბერს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის უმაღლეს რადაში ერთდროულად სამი მინისტრის გადადგომის შესახებ განცხადება შევიდა.

ადადგომის შესახებ განცხადებები უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის, იუსტიციისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრებმაც დაწერეს.