უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოლდოვაში ჩავიდა. ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ნიკუ პოპესკუ ავრცელებს.
"მოხარული ვარ, ჩემს უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას მოლდოვაში ვუმასპინძლო.
ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის აგრესიას და სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამართლიანობასა და ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობის დაყენებას. მოლდოვა უკრაინის გვერდით დგას" - წერს პოპესკუ ტვიტერზე.
Delighted to welcome my Ukrainian counterpart @DmytroKuleba in Moldova.
We strongly condemn Russia's aggression & fully support Ukraine's independence, sovereignty, and territorial integrity. Committed to justice and accountability for war crimes. Moldova stands with Ukraine! pic.twitter.com/UVNu7tYy3c