უკრაინის რამდენიმე ოლქსა და კიევში შაჰედის დრონების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში ჩაირთო

უკრაინის რამდენიმე ოლქსა და კიევში შაჰედის დრონების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში ჩაირთო

უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაში გამოცხადდა შაჰედის ტიპის დრონების საფრთხის გამო.

დედაქალაქში, სამრეწველო ზონაში, ჩამოგდებულმა დრონმა ხანძარი გამოიწვია.

ზაპოროჟიას ოლქში დაბომბვის შედეგად კერძო სახლი დაიწვა, ხოლო სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები დაბომბვის სამიზნე გახდა – არიან დაშავებულიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში ფრონტზე 122 შეტაკება მოხდა, მათ შორის პოკროვსკის მიმართულებით, სადაც თავდაცვის ძალებმა რუსული ძალების 44 შეტევა მოიგერიეს.