რუსეთის ქალაქ სუჯაში, რომელსაც უკრაინის სამხედროები აკონტროლებენ, ვლადიმირ ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს.
ძეგლის ფოტო უკრაინის კულტურის სამინისტრომ გაავრცელა.
"დეკომუნიზმის პროცესი გრძელდება. სუჯაში ასევე", - დაწერა სამინისტრომ.
ლენინის ძეგლი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იყო განთავსებული.