უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელები რუსეთის შეტევებს ავდეევკას მიმართულებით წარმატებით იგერიებენ.
"უკრაინელი დამცველები ავდეევკას მიმართულებით მტრის შეკავებას აგრძელებენ. რუსებს ქალაქ ავდეევკას ალყაში მოქცევა სურთ, თუმცა უკრაინელი სამხედროები მტკიცედ იკავებენ თავდაცვას, რაც მტერს მნიშვნელოვან ზარალს აყენებს.
კუპიანსკის მიმართულებით უკრაინელებმა მტრის 7 შეტევა მოიგერიეს, ხოლო ბახმუტის მიმართულებით 14", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 338 820 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.