უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერთან 20-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა.
"მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონების სრულად აღების მცდელობებზე. გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის 21 შეტევა მოიგერიეს", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 3 სარაკეტო და 13 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 206 600 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.