უკრაინის სამხედრო გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთ ფრონტზე წინ წაიწიეს.
დღეს გავრცელებულ განცხადებაში, უკრაინის გენ. შტაბის სპიკერი, ანდრეი კოვალოვი ირწმუნება, რომ რუსი მებრძოლების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები სამხრეთით მაინც წინ მიიწევენ. კერძოდ, საუბარია წარმატებაზე სტარომაიორსკეს დასახლებასთან, სადაც უკრაინის ძალები “მტკიცედ ამაგრებენ დაკავებულ პოზიციებს”.
უკრაინის გენ. შტაბი ასევე ირწმუნება, რომ რუსების ძირითადი პრიორიტეტი სამხრეთის მიმართულებით, უკრაინელთა წინსვლის აღკვეთაა, რაც მათ ძლიერ წინააღმდეგობაზეც აისახება.
ცნობილია, რომ კიევი სამხედრო ოპერაციებს ქალაქ მელიტოპოლის მიმართულებითაც მართავს.
„ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციის მელიტოპოლისა და ბერდიანსკის ღერძებზე და აძლიერებენ თავიანთ პოზიციებს”, - განაცხადა ანდრეი კოვალოვმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.