
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვიდეოები, რომელიც თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს, დამონტაჟებულია. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელი პროცესიდან გახდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
მათი ცნობით, პროცესზე ადვოკატი ნინო ლომინაძე მოითხოვს საქმეს დაერთოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული ექსპერტიზის დასკვნები, ხოლო ამ ექსპერტიზის ჩამტარებლები დაიკითხონ.
"ნინო ლომინაძემ ექსპერტიზა დანიშნა იმ ვიდეოებზე, რომლებიც თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს.
ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ვიდეოები დამონტაჟებულია და რამდენიმე გრძელი კადრის გადაბმას წარმოადგენს.
პროკურატურამ უდავოდ გახადა ამ ექსპერტიზის შედეგის შინაარსი, ეს ნიშნავს, რომ დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნის შინაარს.
ადვოკატი, წინააღმდეგი არაა, რომ მისი ჩატარებული ექსპერტიზა საქმეში მოხვდეს, როგორც "უდავო", - წერს თავისუფლება პროცესიდან.