უკრაინის დელეგაცია სირიაში ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია სირიაში ჩავიდა

უკრაინის დელეგაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ანდრიი სიბიჰას ხელმძღვანელობით სირიაში ჩავიდა, სადაც ამბოხებულების ლიდერს აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ დელეგაციაში ასევე არიან უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სპეციალური წარმომადგენელი.

ნოემბრის ბოლოს სირიაში ალ-ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ჯგუფები გააქტიურდნენ. მათ რამდენიმე დიდი ქალაქი დაიკავეს. კვირას, 8 დეკემბერს ღამით, აჯანყებულებმა განაცხადეს, რომ სირიის დედაქალაქი დამასკო მათი კონტროლის ქვეშ იყო.

რუსული სახელისუფლებო, პროპაგანდისტული გამოცემა RIA Novosti-ის ცნობით, ბაშარ ალ-ასადი და მისი ოჯახის წევრები, რომლებმაც დამასკო დატოვეს, მოსკოვში ჩავიდნენ.

პროპაგანდისტული მედია ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს, რომ რუსეთმა ბაშარ ალ-ასადის თავშესაფარი ჰუმანიტარული მიზეზიდან გამომდინარე მისცა.

"სირიის პრეზიდენტი ასადი და მისი ოჯახის წევრები მოსკოვში ჩავიდნენ. რუსეთმა, ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე, მათ თავშესაფარი მისცა", - ამბობს წყარო.

მანამდე მედიაში სირიულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, რომ სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-სადი, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.