უკრაინის დაზვერვა: ომის განმავლობაში პირველად, რუსეთის ტერიტორიაზე Su-57 გავანადგურეთ

უკრაინის დაზვერვა: ომის განმავლობაში პირველად, რუსეთის ტერიტორიაზე Su-57 გავანადგურეთ

უკრაინის დაზვერვა იტყობინება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მრავალ ფუნქციური გამანადგურებელი Su-57 ააფეთქეს, რაც ისტორიაში პირველი შემთხვევაა.

ცნობილია, რომ იერიში გუშინ ასტრახანის ოლქში, უკრაინის ომის ზონიდან 589 კილომეტრის დაშორებით განხორციელდა.

უკრაინის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ სატელიტის მიერ 7-8 ივნისს გადაღებულ სურათებში ნათლად ჩანს ავიაგამანადგურებლის აფეთქების კვალი.

სუ-57 არის რუსული უახლესი გამანადგურებელი, რომელსაც შეუძლია kh-59 და kh-69 ტიპის რაკეტების გასროლა.

რუსეთის საჰაერო ძალებს ამ საბრძოლო თვითმფრინავების მხოლოდ მცირე ნაწილი აქვს ხმარებაში.