უკრაინის აღდგენისათვის საჭირო თანხა 506 მილიარდ დოლარს აღწევს

უკრაინის აღდგენისათვის საჭირო თანხა 506 მილიარდ დოლარს აღწევს

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი წლის შემდეგ, ქვეყნის რეკონსტრუქციისა და აღდგენისთვის საჭირო თანხა 506 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს მონაცემი უკრაინის მთავრობის, მსოფლიო ბანკის, ევროკომისიისა და გაეროს ერთობლივ შეფასებაში – "ზარალისა და აღდგენის საჭიროებების სწრაფ შეფასებაში" (RDNA) – არის მოცემული.

ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული თანხა უკრაინის 2024 წლის ნომინალურ მშპ-ს 2.8-ჯერ აჭარბებს.

2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში უკრაინაში პირდაპირი ზარალი 170 მილიარდ ევროს შეადგენს. ყველაზე მძიმე დარტყმა საცხოვრებელ სექტორს, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, ვაჭრობას, მრეწველობასა და განათლებას მიადგა.

ამჟამინდელი მონაცემებით, დაზიანებულია ან განადგურებულია საცხოვრებელი ფონდის 13%, რაც 2.5 მილიონზე მეტ ოჯახს შეეხო. ენერგეტიკის სექტორში ზარალი 70%-ით გაიზარდა წინა შეფასებასთან შედარებით.

მთლიანი ზარალის 72% ქვეყნის ფრონტისპირა რეგიონებზე მოდის, მათ შორის დონეცკზე, ხარკოვზე, ლუგანსკზე, ზაპოროჟიეზე, ხერსონსა და კიევზე.

აღდგენის პროცესში ყველაზე დიდი ფინანსური საჭიროება საცხოვრებელი სექტორისთვის (81 მილიარდი ევრო) არის საჭირო, რასაც ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მრეწველობა, ვაჭრობა და სოფლის მეურნეობა მოჰყვება.