
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ინფორმაციით, დღეს განხორციელებული სპეციალური ოპერაციის — „სავუტინა“ („ობობის ქსელი“) — შედეგად, დაზიანდა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის დაახლოებით $7 მილიარდის ღირებულების ტექნიკა.
SBU-ის განცხადებით, იერიშის შედეგად დაზიანდა რუსეთის საკვანძო ავიაბაზებზე მყოფი ფრთოსანი რაკეტების სტრატეგიული მატარებლების 34%.
სპეცოპერაციის ფარგლებში გამოიყენეს უკიდურესად მაღალი სიზუსტის დრონები, რომლებიც სავარაუდოდ, რუსეთის ტერიტორიაზე დიდი ხნის განმავლობაში ფარულად ინახებოდა.