უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში მდებარე რუსულ გაზის პლატფორმაზე იერიში განახორციელეს

უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში მდებარე რუსულ გაზის პლატფორმაზე იერიში განახორციელეს

უკრაინის საზღვაო ძალებმა და უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ იერიში განახორციელეს შავ ზღვაში მდებარე გაზის პლატფორმაზე, რომელზეც რუსული პერსონალი და ტექნიკა იყო განლაგებული.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერი, დმიტრო პლეტენჩუკი ადასტურებს.

"ოკუპანტებმა გამოიყენეს ეს მდებარეობა GPS მონაცემების გაყალბებისთვის, რათა საფრთხე შეექმნათ სამოქალაქო ნავიგაციისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია ამის დაშვება.

დიახ, დარტყმამდე ნახევარი დღით ადრე მტერმა ბაქანზე აღჭურვილობა და სამხედრო მოსამსახურეები განათავსა. იქ არ იყო მშვიდობიანი მოქალაქეები და პლატფორმა არ ასრულებდა თავის რეგულარულ ფუნქციებს", - თქვა მან.

პლეტენჩუკმა ასევე განაცხადა, რომ რუსები ამ პლატფორმას ხორბლის დერეფნის ნორმალური ფუნქციონირების ჩაშლის მიზნით იყენებდნენ. მან დასძინა, რომ თავდასხმის განხორციელების გადაწყვეტილება სამოქალაქო ნავიგაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იქნა მიღებული.