უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების მიერ ღამით გაშვებული 24 დრონი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების მიერ ღამით გაშვებული 24 დრონი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ გაშვებული 24 ირანული დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

ოკუპანტებმა უკრაინაზე დრონებით იერიში გვიან ღამით მიიტანეს და სულ 29 შაჰიდის დრონი გამოიყენეს. ძირითადი სამიზნე ოდესის, მიკოლაევისა და კიროვოგრადსკის ოლქები იყო.

ნგრევა თავდასხმას არ მოჰყოლია. ინფორმაცია დაშავებულების ან/და დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა.