უკრაინელმა სამხედროებმა 30-ზე მეტი შაჰიდის დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელმა სამხედროებმა 30-ზე მეტი შაჰიდის დრონი ჩამოაგდეს

ოკუპანტები მძინე უკრაინას თავს დაესხნენ, გამოიყენეს 30-ზე მეტი ირანული დრონი. ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის სარდლობის პრესმდივანი ნატალია გუმენიუკი ავრცელებს.

როგორც გუმენიაკმა აღნიშნა, უკრაინელმა სამხედროებმა ყველა შაჰიდის ჩამოგდება მოახერხეს. მისივე თქმით, რუსებმა დრონები სხვადასხვა მიმართულებით გაუშვეს, განსაკუთრებული ძალები კი მიკოლაევისა და ოდესის ოლქებში გამოიყენეს.

გუმენიაკი ამბობს, რომ ჩამოგდებული დრონების ზუსტ რაოდენობას გენშტაბი გამოაქვეყნებს, რადგან თავდასხმის შედეგებს ჯერ კიდევ აფასებენ.