უკრაინის შეიარაღებული ძალების 35-ე ცალკეულმა ბრიგადამ და 129-ე ბატალიონმა არეიმ დონეცკის ოლქში, სტარომაიორსკეს დასახლება გაათავისუფლეს.
შესაბამისი ვიდეო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა. ვიდეოში სამხედროები დასახლების დეოკუპაციაზე საუბრობენ.
"ჩვენი სამხრეთი! ჩვენი ბიჭები! დიდება უკრაინას!", - დაწერა ზელენსკიმ.
ფაქტს ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარიც გამოეხმაურა.
"სტარომაიორსკე თავისუფალია. ახლა ჩვენი მებრძოლები აგრძელებენ დასახლებული პუნქტის დაცვას", - დაწერა მალიარმა Telegram-ში.