
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ უნდა გამოიყენოს კიევის იარაღი მოსკოვზე თავდასასხმელად, მას შემდეგ რაც გავრცელდა ინფორმაცია ახალი შეიარაღების მიწოდებაზე უკრაინისთვის და მისი პოზიციის გამკაცრებაზე რუსეთის მიმართ.
ტრამპის კომენტარი მოჰყვა Financial Times-ის ცნობას, რომლის მიხედვითაც მან უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა — შეიძლებოდა თუ არა კიევის მხრიდან მოსკოვზე იერიში, თუ აშშ უკრაინას შორსმსროლელ იარაღს გადასცემდა.
თეთრი სახლიდან გამგზავრებამდე, ტრამპმა აღნიშნა, რომ აპირებს დააკვირდეს “რა მოხდება პუტინთან”, მას შემდეგ რაც მოსკოვს წარუდგინა 50-დღიანი ულტიმატუმი — ან სამშვიდობო შეთანხმება, ან “მკაცრი” ტარიფები.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ახლა უკრაინის მხარეს, ტრამპმა უპასუხა: "არავის მხარეს არ ვარ. მე ვარ ადამიანობის მხარეს. მინდა, შეჩერდეს ათასობით ადამიანის დაღუპვა კვირაში."