უკრაინელებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 39 შაჰიდიდან 35 ჩამოაგდეს

უკრაინელებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული 39 შაჰიდიდან 35 ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 39 შაჰიდის ტიპის დრონიდან 35 ჩამოაგდეს.

გარდა ამისა, რუსეთმა უკრაინაზე იერიში 3 ბალისტიკური რაკეტით ისკანდერით და 2 Kh-59/69 მართვადი საჰაერო რაკეტით მიიტანა.

საჰაერო ძალებში ამბობენ, რომ საზენიტო თავდაცვა მუშაობდა სუმის, პოლტავას, კიევის, ჩერნიჰივის, ხერსონის, დნიპროპეტროვსკის, დონეცკის, მიკოლაევის, ოდესისა და ჩერკასის რეგიონებში.