უკრაინელების ოპერაცია "ციტადელი"

უკრაინელების ოპერაცია "ციტადელი"

უკრაინამ ბოლო 2 კვირაში მეორე წარმატებული სპეცოპერაცია ჩაატარა ანექსირებულ ყირიმში. ოკუპანტების სარაკეტო კატერის ჩაძირვის შემდეგ პლატფორმა გაანადგურეს, საიდანაც ირანულ მზვერავ დრონებს მართავდნენ და შემდეგ შაჰედების დარტყმებს აკორექტირებდნენ. სპეცოპერაცია ციტადელის იმ ზონაში ჩაატარეს, სადაც რუსეთის ფლოტი და ავიაცია მუდმივად პატრულირებს. შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთით საოკუპაციო ძალის სამხედრო შესაძლებლობები მკვეთრად შეიზღუდა.