უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან 11 ბავშვი დააბრუნეს

უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან 11 ბავშვი დააბრუნეს

გასულ ღამეს უკრაინაში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან 11 ბავშვი დააბრუნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას Save Ukraine-ის ხელმძღვანელი, მიკოლა კულება ავრცელებს.

კულებას თქმით, ამ დროისთვის საერთო ჯამში, გუნდმა უკრაინაში 161 ბავშვის დაბრუნება შეძლო.

უკრაინის ცნობით, პროცესს წინ ხანგრძლივი მოლაპარაკება უძღოდა. უკრაინის მონაცემებით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ, რუსეთმა 19 500 ბავშვი გაიყვანა თავის ტერიტორიაზე. უკრაინამ კი სამშობლოში 386 ბავშვის დაბრუნება მოახერხა.