Kyiv Independent-ის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის თავდასხმების შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი დაიღუპა და 53 დაშავდა.
ხარკივის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, რუსეთის თავდასხმებს ხარკივსა და სამ რეგიონულ დასახლებაზე 2 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, დაზიანდა სახლები, ბაზარი, საავადმყოფო, სასტუმრო, საწყობები და სხვა შენობები.
გუბერნატორ ვადიმ ფალაშკინის განცხადებით, დონეცკის ოლქში, რუსული თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. მისივე თქმით, განადგურდა ან დაზიანდა თითქმის 40 სახლი, ცხრა საცხოვრებელი კორპუსი, ინფრასტრუქტურის ობიექტი, საწარმო, ადმინისტრაციული შენობა, მაღაზიები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.
შეტევები განხორციელდა სუმის, ოდესისა და ხერსონის ოლქებზეც. ხერსონის გუბერნატორის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსეთის იერიშს ქალაქ ხერსონსა და 23 რეგიონულ დასახლებაზე 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 7. მისივე ცნობით, ხერსონის ოლქში საცხოვრებელი კორპუსი, 23 სახლი და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაზიანდა.