ქართველები უკრაინაში - მებრძოლებთან ერთად ახლა ომში მყოფ ქვეყანას საქართველოდან ჩასული მოხალისეებიც ეხმარებიან. ხერსონში ჰუმანიტარული მისიის შესრულებისას საქართველოს დროშაც ფრიალებს. ფრონტის ხაზზე და ოკუპანტებთან პირისპირ რამდენიმე ქართული ჯგუფი იბრძვის. მოქალაქეების სოლიდარობა კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს ხელისუფლების ანტიუკრაინული პოლიტიკის ფონზე.