რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ორი ქართველი მებრძოლი, დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია ვანო ნადირაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"სამწუხაროდ, ორი ქართველი, ორი მაგარი მეომარი დავკარგეთ გუშინ - დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია.
ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე. დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს", - წერს ნადირაძე.