უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა დაიღუპა.

ინფორმაცია 25 ივლისს წალენჯიხის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ ბელქანიამ Facebook-ზე გაავრცელა.

"მას წალენჯიხაში სამხედრო წესით, როგორც მებრძოლს რუსული ბოროტების წინააღმდეგ დაკრძალავენ.

მას შეეძლო სივრცე დაეტოვებინა, თუმცა დედით უკრაინელმა და მამით ქართველმა სამშობლოსათვის ბრძოლა და თავგანწირვა არჩია", - წერს თამარ ბელქანია.