უკრაინაში ბრძოლის დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მამუკა კეკელია დაიღუპა. ინფორმაციას ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
კეკელია აფხაზეთისა (1992) და 2008 წლის ომების ვეტერანია.
არაოფიციალური გამოთვლით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს 58 მოქალაქე შეეწირა.