უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით ქუჩუკიანი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით ქუჩუკიანი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით ქუჩუკიანი სამშობლოში ჩამოასვენეს. ის უკრაინაში, ქალაქ ბახმუტთან საარტილერიო თავდასხმის დროს დაიღუპა.

ქუჩუკიანი პროფესიონალი მებრძოლი და სამხედრო მედიკოსი იყო. ის სამხედრო მისიით, ორჯერ იმყოფებოდა ავღანეთში.

მოხალისის სტატუსით უკრაინის დამცველების გვერდით, 2022 წლის მარტიდან იბრძოდა. მისი დაღუპვის შესახებ ცნობა ოფიციალურად 5 აპრილს დადასტურდა.