უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 100 მებრძოლი დაიბრუნა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 100 მებრძოლი დაიბრუნა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 100 მებრძოლი დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

"ჩვენ შევძელით ჩაგვეტარებინა კიდევ ერთი ტყვეების გაცვლა. უკან ვაბრუნებთ 100 ადამიანს. ესენი არიან სამხედროები, მეზღვაურები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და ეროვნული გვარდიის წევრები. მათ შორის არიან მარიუპოლში, აზოვსტალის მცველები. ზოგიერთი მათგანი არიან სერიოზულად დაშავებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ ყველანაირად დავეხმაროთ", - თქვა ერმაკმა.