უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული და უკრაინული მედია ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად ცეცხლი დიზელის რეზერვუარებს გაუჩნდა.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის ვასილი გოლუბევის მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონები მოიგერია და ხანძარი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.
მოგვიანებით გოლუბევმა თქვა, რომ დრონებით კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. წინასწარი ცნობებით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.