უკრაინამ როსტოვის ნავთობბაზას, რომელიც უკვე 5 დღეა იწვის, ისევ შეუტია

უკრაინამ როსტოვის ნავთობბაზას, რომელიც უკვე 5 დღეა იწვის, ისევ შეუტია

როსტოვის ოლქის ქალაქ პროლეტარსკში მეხუთე დღეა ხანძარია. 18 აგვისტოს უკრაინულმა დრონებმა როსტოვის ნავთობბაზას შეუტიეს, დღეს კი შეტევა ისევ განმეორდა.

რუსეთის ხელისუფლებამ პროპაგანდისტულ და სამთავრობო მედია TASS-ს განუცხადა, რომ 20 აგვისტოს მდგომარეობით, ხანძრის ფართობი 100 000 კვადრატული მეტრი იყო.

5 დღის განმავლობაში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება.

პირველი შეტევა როსტოვის ნავთობბაზაზე 18 აგვისტოს განხორციელდა.