ტრამპი: [რუსებმა] ყირიმი წაიღეს ობამას დროს, საქართველოს ნაწილი - ბუშის, ჩემ დროს არაფერი

როდესაც ბარაკ ჰუსეინ ობამამ ყველაფერი დათმო, მან უთხრა მათ [უკრაინელებს], უბრალოდ დათმეთ. არ იქნება არანაირი ბრძოლა. მათ ის რუსეთს დაუთმეს და ეს იყო სინამდვილეში ამ ქვეყნისთვის [უკრაინისთვის] კატასტროფული ხანგრძლივი პერიოდის დასაწყისი. ეს იყო დასაწყისი. და არავინ საუბრობს ამაზე. თუ მე ამ მიწას დავთმობდი, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა გაზეთის პირველ გვერდზე ვიქნებოდი. როდესაც ობამამ დათმო, ისინი არ აკეთებენ ამას. ისინი ამაზე არც კი საუბრობენ. წარმოგიდგენიათ?

მე მას [რუსეთს] ყირიმი არ მივეცი. ყირიმი ულამაზესია და მათ [უკრაინამ] ეს ადგილი ობამას გამო დათმეს. პრესა კი ამაზე არც კი საუბრობს. ისინი არ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ნაწილი რესპუბლიკელი პრეზიდენტის დროს წაართვეს. მათ ყირიმი წაიღეს ობამას დროს და საქართველოს დიდი ნაწილი წაიღეს ბუშის დროს. კარგი. მაგრამ ჩემ დროს რა წაიღეს? არაფერი წაუღიათ.

ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.