უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 95 მოქალაქე გაათავისუფლა

უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 95 მოქალაქე გაათავისუფლა

უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 95 ადამიანი გაათავისუფლა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

ტყვეებს შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის წევრები და მესაზღვრე მეომრები არიან. ამასთან, უკრაინამ რუსეთს 95 სამხედრო ტყვე დაუბრუნა.

გაცვლის პროცესს შუამავლობას არაბთა გაერთიანებული საამიროები უწევდა.

"რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ ვეძებთ ყველას, ვინც ტყვეობაშია და ყველა უნდა დავიბრუნოთ", - წერს ზელენსკი.