უკრაინამ კიდევ 1 245 დაღუპულის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 1 245 დაღუპულის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთისგან კიდევ 1245 დაღუპულის ცხედარი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გაავრცელა ომში დაღუპულთა საკითხებზე მომუშავე კოორდინაციურმა შტაბმა.

მათი განცხადებით, ცხედრების გადმოცემა განხორციელდა რუსულ მხარესთან სტამბოლის შეთანხმებების ფარგლებში. რუსეთის მხარის მტკიცებით, ყველა ცხედარი უკრაინის მოქალაქეს, მათ შორის უკრაინულ შეიარაღებულ ძალების მებრძოლებს ეკუთვნის.

შტაბის მონაცემებით, სტამბოლის შეთანხმებების ფარგლებში, უკრაინამ სულ 6057 ცხედარი დაიბრუნა. ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები და საგამოძიებო უწყებები განახორციელებენ ყველა საჭირო ექსპერტიზას, რათა გარდაცვლილთა იდენტიფიკაცია მოხდეს.